пятница, 23 сентября 2011 г.

1.პროექტის  სახელწოდება :  ქართული ხალხური ცეკვა და სიმღერა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა ) 1–2 წინადადებით : მოსწავლეებმა გაარკვიონ, რამდენად იცნობენ ქართულ ფოლკლორს – რა სიხშირით უსმენენ / ასრულებენ ხალხურ სიმღერას, ცეკვას.
3.პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის , დაგეგმვის, ურთიერთ  ---
 თანამშრომლობისა და წარდგენის უნარ – ჩვევები.
4 .პროექტის მიზნები : მოსწავლეები განასხვავებენ ხალხური მუსიკის პოპულარულ  ნიმუშებს, საქართველოს კუთხეებისა და ჟანრების მიხედვით.

5.მონაწილეთა ასაკი: 13 – 14 –15 წელი.

6.ვადები / ხანგრძლივობა:  3 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: საუბრის დროს იყენებს ნასწავლ ტერმინებს ,მსჯელობს რა გაიგო იმ ერის შესახებ  მისი მუსიკის გაცნობით.
8. პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები:  ლიტერატურა ,ვიდეომასალა ,აუდიოჩანაწერი. ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები ):   თემის შერჩევის შემდეგ მოვახდენ ჯგუფებად დაყოფას, თითოეულ  ჯგუფს  დავავალებ, გაარკვიონ საქართველოს  რომელ მოსაზღვრე ქვეყანაშია დამკვიდრებული ერთხმიანობა და რომელში მრავალხმიანობა: როგორ მოხდა , რომ საქართველოში ძირითადად მრავალხმიანობაა დამკვიდრებული. მივუთითებ მოიძიონ ინფორმაცია ივ. ჯავახიშვილის ლლიტერატურაში  .,,მუსიკის ისტორიის საკითხები'' . მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში, ენციკლოპედიებში, გამოკითხვით . მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით მოსწავლეები გეგმავენ პრეზენტაციას და ინაწილებენ ფუნქციებს, ირჩევენ ლიდერს.მოპოვებული მასალის საშუალებით თითოეული ჯგუფი ახდენს პრეზენტაციას. რის შედეგადაც მასწავლებელი ახდენს  პრეზენტაციის შეფასებას.
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეოვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია–საქართველოს  მოსაზღვრე ქვეყნების შესახებ: გეოგრაფია –გეოგრაფიული მდებარეობა
11.პროექტის ხელმძრვანელი (მასწავლებელი): მ.ჭანტურია
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა : m.chantyria555@gmail.com
13.პროექტის ვებ – გვერდი/ ბლოგი: m.chanturia blogger.com